სიახლეები
2026 წლის 20 აპრილს ცაგერის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება
2026 წლის 20 აპრილს ცაგერის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება!
შეგახსენებთ, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოხდება დასახლების საერთო კრებებზე.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დაფინანსდება პროექტების კატეგორიები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით:
სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
სარწყავი სისტემები;
სანიაღვრე არხები;
ნაპირსამაგრი სამუშაოები;
გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
გარე განათება;
სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება;
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
ამბულატორიის შენობები.
20 აპრილს შეხვედრები გაიმართება შემდეგ სოფლებში:
ჩხუტელი-16:00 საათი.
დოღურაში-13:00 საათი.
ლასხანა- 14:00 საათი.
ზედა აღვი- 13:00 საათი.
კენაში-16:00 საათი.
ქვედა აღვი-14:00 საათი.
შუა აღვი-15:00 საათი.
უსახელო-15:00 საათი.
ხოჯი -13:00 საათი.
გთხოვთ,თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
შეხვედრების სრული გრაფიკი იხილეთ


