სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ინფორმაცია ფაროსანას წინააღმდეგ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, რაც შეამცირებს ლეჩხუმში ფაროსანას რაოდენობას და მისგან მიყენებულ ზიანს.
მერმა ყურადღება გაამახვილა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ. წარმომადგენლებს დაევალათ მოსახლეობის დროული ინფორმირება საერთო კრებებზე გამოცხადების საჭიროების შესახებ, რათა დროულად მოხდეს პრიორიტეტები შერჩევა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ლეჩხუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, რომელთა დროული და ხარისხიანი განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზურაბ ხეცურიანი.

სიახლეები