სიახლეები

აგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველობის მეორე პრიზიორს და ესტონეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონს ცოტნე სილაგაძეს შეხვდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, პირველ მოადგილე რევაზ ახვლედიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძესთან ერთად, წარმატებულ ჭაბუკ ფალავანს , თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველობის მეორე პრიზიორს და ესტონეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონს ცოტნე სილაგაძეს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის მერმა ცოტნეს მიღწეული წარმატებები მიულოცა და საპატიო სიგელი გადასცა.
ჭაბუკ ფალავანს მუნიციპალიტეტისაგან და ახალგაზრდული ცენტრისგან   ფულადი ჯილდო და საჩუქრები გადაეცა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურის, სასპორტო სკოლის და ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელები.

სიახლეები