სიახლეები

სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელების მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან-ჭაბუკი ჭაბუკიანთან, მერის მოადგილეებთან-რევაზ ახვლედიანთან და მამუკა ლეთოდიანთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
კომპანიების ხელმძღვანელებთან დეტალურად განიხილეს ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, არსებული გამოწვევები.მხარის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს სამუშაოების ვადების დაცვით და ხარისხიანად შესრულების მნიშვნელობას.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ კომპანია „ჯეოექსპერტის“ წარმომადგენლები, რომლებიც ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებენ.
სამუშაო შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები

სიახლეები