სიახლეები
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება
23 აპრილს, 10:00 საათიდან, ქალაქ ცაგერში,ლადო ასათიანის სახელობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება.
აქციის ფარგლებში შესაძლებელი იქნება:
ძუძუს კიბოს სკრინინგი - 40-70 წლის ჩათვლით ქალებისთვის, რაც მოიცავს მამოლოგის მიერ ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას, მამოგრაფიულ გამოკვლევას, სტანდარტულ − პირდაპირ და ირიბ პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით), პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას;
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში.
ასევე, სკრინინგის დღეს პარალელურ რეჟიმში ხელმისაწვდომი იქნება:
HBV-B ჰეპატიტის სკრინინგი;
HCV-C ჰეპატიტის სკრინინგი;
HIV-აივ ინფექცია შიდსის სკრინინგი.


