სიახლეები

საფეხბურთო კლუბ ,,ხვამლის" ბაზაზე მოქმედ თბილისის ,,დინამოს" აკადემიის სხვადასხვა ჯგუფების ვარჯიშს დაესწრო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბ ,,ხვამლის" ბაზაზე მოქმედ თბილისის ,,დინამოს" აკადემიის სხვადასხვა ჯგუფების ვარჯიშს დაესწრო.
მონიტორინგის მიზნით, ცაგერში იმყოფებოდნენ პროექტის მენეჯერი გია ისიანი, რეგიონული კოორდინატორი პაატა გოცირიძე და მთავარი მწვრთნელი ლაშა ჭაღიაშვილი.
 დინამოს აკადემიის წარმომადგენლები გაესაუბრნენ მოზარდი ფეხბურთელების მშობლებს, მისცეს მითითებები ადგილობრივ მწვრთნელებს ,,დინამოს" მეთოდოლოგიის დანერგვის მიმართულებით.
მუნიციპალიტეტის მერთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ონისე ჩაკვეტაძე, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი, ა(ა)იპ ,,საფეხბურთო კლუბის" წარმომადგენლები.

სიახლეები