სიახლეები
,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, პრიორიტეტული პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, პრიორიტეტული პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, პირველი მოადგილე-რეზო ხეცურიანი აღვის, ჩხუტელის, ორბელის, ტვიშის, სპათაგორის, უსახელოს, ლასურიაშის თემების მოსახლეობას შეხვდნენ და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, გაეცნენ სოფლის მცხოვრებლების საჭიროებებს.
მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ხმათა უმრავლესობით, შეირჩა ის ინიციატივები და პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც მათ საჭიროებებს ყველაზე მეტად არის მორგებული და გააუმჯობესებს სოფლის ინფრასტრუქტურას.


