სიახლეები
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, პრიორიტეტული პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, პრიორიტეტული პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, პირველი მოადგილე-რეზო ხეცურიანი, ქვედა ცაგერის, ზუბის,ოყურეშის, უსახელოს თემების მოსახლეობას შეხვდნენ და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, გაეცნენ სოფლის მცხოვრებლების საჭიროებებს.
წელსაც ძირითად პრიორიტეტებად გზების კეთილმოწყობა, გარე განათების, სკვერების, სანიაღვრე არხების, წყალსადენის მოწყობის საჭიროება გამოიკვეთა.
მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ხმათა უმრავლესობით, შეირჩა ის ინიციატივები და პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც მათ საჭიროებებს ყველაზე მეტად არის მორგებული და გააუმჯობესებს სოფლის ინფრასტრუქტურას.


