სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2026 წლის 27 აპრილს საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე ზაზა ყურაშვილი.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სოფელ ორბელში მდებარე 11 579 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 89.04.29.872) პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით - უსასყიდლო აღნაგობის ფორმით სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის გადაცემაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.


