სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2026 წლის 29 აპრილ  საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაგახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ვასილ საღინაძემ.

სხდომას ესწრებოდა მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ხმელიძე, იურიდიულ საკითხთა  და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი შორენა დვალი.

მიღებულ იქნა  დადგენილება:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ.
     

მიღებულ იქნა განკარგულება:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სოფელ ორბელში მდებარე 11 579 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 89.04.29.872) პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით - უსასყიდლო აღნაგობის ფორმით სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის გადაცემაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

სიახლეები