სიახლეები
ქალაქ ცაგერში აღმაშენებლის ქუჩაზე ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს
ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, მუნიციპალიტეტის მერთან ჭაბუკი ჭაბუკიანთან ერთად ქალაქში ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობისთვის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
სამუშაოების ღირებულება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება 84 400 ლარს შეადგენს.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მალე დასრულდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ონისე ჩაკვეტაძე, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი და საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე თამაზ ჭაბუკიანი გაეცნენ.


