სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2026 წლის 8 მაისს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე თამაზ ჭაბუკიანი.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:
-
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2026 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ.


