სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2026 წლის 19 მაისს საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი.
განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
- ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ;
- ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის სამი თვის შესრულების შესახებ;
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ. ცაგერში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 300.00. კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის(ს/კ 89.03.24.066) ელექტრონული აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით-იჯარით გადაცემის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით - 89.10.23.026. მთლიანი ფართი 1032.00 კვ.მ. (სოფელი ოყურეში) პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით-იჯარით გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე;
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ. ცაგერში, რუსთაველის ქუჩა N39-ში მდებარე შენობის(ს/კ 89.03.24.254; ძველი კოდი -89.03.24.001) პირველ სართულზე განთავსებული 15 კვ. მ. ფართის ელექტრონული აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით-იჯარით გადაცემის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქალაქ ცაგერში რუსთაველის №64 ში მდებარე შენობის (ს/კ 89.03.25.297) ნაწილის 1.00 კვ.მ პირდაპირი განკარგვის წესით - სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით (იჯარა) სს ,,საქართველოს ბანკი“ (ს/ნ 2043378869) ორი წლის ვადით გადაცემის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანილი საკითხები განიხილება და დამტკიცდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე, 2026 წლის 27 მაისს.


