სიახლეები
ძვირფასო ახალგაზრდებო გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
ძვირფასო ახალგაზრდებო გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
დღევანდელი დღის ,,ბოლო ზარით“ თითქოს ემშვიდობებით ბავშვობის ბედნიერ, უდარდელ 12 წელს - წლებს, რომელიც სულ მალე გახდება ისტორიის კუთვნილება. თვალწინ გადაგეშლებათ ცხოვრების ახალი, უფრო რთული და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით სავსე ეტაპი, ერთგვარი დასაწყისი თქვენი დამოუკიდებელი ცხოვრების გზის.
გისურვებთ წინსვლას, წარმატებას, სულიერ სიმშვიდეს!
გჯეროდეთ საკუთარი თავის, იყავით მიზანდასახულები და გახსოვდეთ, რომ ყოველი თქვენი წარმატებული ნაბიჯი - ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარია.
საკრებულოს თავმჯდომარე
ვასილ საღინაძე.


