სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 23 აპრილს სკრინინგის აქცია ჩატარდა
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 23 აპრილს სკრინინგის აქცია ჩატარდა.
აქციის ფარგლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ისარგებლა სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი გამოკვლევით, მათ შორის: 40-70 წლის ქალბატონებმა ძუძუს კიბოს სკრინინგით და 25-60 წლის ქალბატონებმა საშვილოსნოს ყელის სკრინინგით.
ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ აქციის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სახის ლაბორატორიული კვლევები.
სკრინინგის მიმდინარეობას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი და მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.


