სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2026 წლის 25 მაისს საკრებულოს  ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის  სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე ზაზა ყურაშვილი.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ. ცაგერში, აღმაშენებლის ქუჩაზე  მდებარე 300.00. კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის(ს/კ 89.03.24.066) ელექტრონული აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით-იჯარით გადაცემის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით - 89.10.23.026. მთლიანი ფართი 1032.00 კვ.მ. (სოფელი ოყურეში)  პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით-იჯარით გადაცემის შესახებ თანხმობის  მიცემის თაობაზე;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ. ცაგერში, რუსთაველის ქუჩა N39-ში  მდებარე შენობის (ს/კ 89.03.24.254; ძველი კოდი -89.03.24.001)  პირველ სართულზე განთავსებული 15 კვ. მ. ფართის ელექტრონული აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით-იჯარით გადაცემის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქალაქ ცაგერში რუსთაველის №64 ში მდებარე შენობის (ს/კ 89.03.25.297) ნაწილის 1.00 კვ.მ პირდაპირი განკარგვის წესით - სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით (იჯარა)  სს ,,საქართველოს ბანკი“ (ს/ნ 2043378869) ორი წლის ვადით გადაცემის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 89.03.21.242) სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ;


სიახლეები