სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, ქართულ ჭიდაობაში მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა პირველობას დაესწრო, რომელიც ცაგერის სასპორტო სკოლაში ჩატარდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, ქართულ ჭიდაობაში მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა პირველობას დაესწრო, რომელიც ცაგერის სასპორტო სკოლაში ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცაგერის, ქვედა ცაგერის, ჩხუტელის, მახაშის საჯარო სკოლების და წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის გუნდები, რომლებმაც იასპარეზეს 11 წონით კატეგორიაში.
შედეგების მიხედვით გუნდებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი -ქვედა ცაგერის სკოლა.
II ადგილი - ცაგერის სკოლა.
III- ადგილი -ჩხუტელის საჯარო სკოლა.
გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ თასით და შესაბამისი ხარისხის დიპლომებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი და განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი


