სიახლეები
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, პრიორიტეტული პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, პრიორიტეტული პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის მოადგილეები -რევაზ ახვლედიანი, მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, მოადგილე-მარიკა კოპალიანი ლეჩხუმის ორმოცდათვრამეტივე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.
წელსაც ძირითად პრიორიტეტებად გზების კეთილმოწყობა, გარე განათების, სკვერების, სანიაღვრე არხების, სასაფლაოების შემოღობვა, წყალსადენის მოწყობის საჭიროება გამოიკვეთა.
მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ხმათა უმრავლესობით, შეირჩა ის ინიციატივები და პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც მათ საჭიროებებს ყველაზე მეტად არის მორგებული და გააუმჯობესებს სოფლის ინფრასტრუქტურას.


