სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მორიგი სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2026 წლის 27 მაისს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა ფრაქციის თავმჯდომარე- დავით მუშკუდიანი.
სხდომაზე განხილულ იქნა საკითხები:
- ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ;
- ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის # 25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;


