სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2026 წლის 27 მაისს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვასილ საღინაძემ.
სხდომას ესწრებოდა მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ხმელიძე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმარების, ფორმირებისა და ხაზინის განყოფილების უფროსი სპეციალისტი ნინო კოპალიანი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი შორენა დვალი.
მიღებულ იქნა დადგენილებები:
- ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
- ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ;
მიღებულ იქნა განკარგულებები:
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის სამი თვის შესრულების შესახებ;
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქალაქ ცაგერში, აღმაშენებლის ქ. №71-ში მდებარე 10 577.00 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ: 89.03.21.242) პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით - უსასყიდლო აღნაგობით სსიპ – მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის გადაცემაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ. ცაგერში, რუსთაველის ქუჩა №39-ში მდებარე შენობის (ს/კ 89.03.24.254; ძველი კოდი - ს/კ 89.03.24.001) პირველ სართულზე განთავსებული 15 კვ.მ. ფართის ელექტრონული აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით - იჯარით გადაცემაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების- ქ. ცაგერში რუსთაველის ქუჩა №64-ში მდებარე შენობის (ს/კ 89.03.25.297) პირველ სართულზე 1.00 კვ.მ ფართის პირდაპირი განკარგვის წესით - სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით - იჯარით, სს ,,საქართველოს ბანკისთვის“ (ს/ნ 2043378869) ორი წლის ვადით გადაცემაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - სოფელ ოყურეშში მდებარე 1032.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ - 89.10.23.026) პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით - იჯარით გადაცემაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;


