სიახლეები
ფრენბურთის კლუბი ,,ცაგერი" საქართველოს ჩემპიონია.
ფრენბურთის კლუბი ,,ცაგერი" საქართველოს ჩემპიონია.
დღეს, ქალაქ თბილისში ჩატარდა ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა მამაკაცთა გუნდებს შორის.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბათუმის და ცაგერის გუნდები.
ფრენბურთის კლუბმა ,,ცაგერი" (დირექტორი გია სილაგაძე, მწვრთნელები- თემურ ჭაბუკიანი და დათო ლიპარტელიანი) გამარჯვება მოიპოვა ანაგიშით 3:0 და მეოთხედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ,,ცაგერს" ამ წარმატებას!


