სიახლეები

ცაგერის ესთეტიკური აღზრდის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ლეჩხუმმა პირველი ადგილი და ლაურეატის წოდება მოიპოვა

ქალაქ ხობში გამართულ ხელოვნების კონკურს-ფესტივალში, ცაგერის ესთეტიკური აღზრდის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ლეჩხუმმა პირველი ადგილი და ლაურეატის წოდება მოიპოვა.
ანსამბლი ,,ლეჩხუმი", 28 ქორეოგრაფიულ ანსამბლთან ერთად, წარდგა მაყურებლის წინაშე და კომპეტენტური ჟიურისგან, რომელთა შორის ანსამბლ ,,სუხიშვილების" და ანსამბლ ,,რუსთავის"სახელოვანი მოცეკვავეები არიან, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ,,ანსამბლ" ლეჩხუმის
 მოცეკვავეებს, ქორეოგრაფებს-ზურაბ, ბესარიონ, თემურ ჩანქსელიანებს ამ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს!

სიახლეები