სიახლეები
ცაგერის მთავარ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება სახელწოდებით-,, წიგნი აერთიანებს თაობებს’’ გაიმართა
ცაგერის მთავარ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება სახელწოდებით-,, წიგნი აერთიანებს თაობებს’’ გაიმართა, რომელსაც ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი ესწრებოდა.
ღონისძიებას უძღვებოდა ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი ბელა საღინაძე და მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, ღვაწლმოსილი პედაგოგები და მწერლები.
ღონისძიების დასასრულს პროექტის აქტიურ მონაწილეებს გადაეცათ მთავარი ბიბლიოთეკის სიგელები.
ღონისძიებას აგრეთვე მონაწილეობდნენ ღვაწლმოსილი პედაგოგი იზოლდა ხვადაგიანი, ბიბლიოთეკარი მანანა გოგიძე, პოეტი გიორგი ჩახულიანი, ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი ცაგერის მუნიციპალიტეტში თამარ ქურასბედიანი და პროექტის ,, იმოქმედე საქართველოსთვის’’ ახალგაზრდა ლიდერი ქრისტინე ჩანქსელიანი.


