სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მამუკა ლეთოდიანმა სოფელ ორბელში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მამუკა ლეთოდიანმა, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, გელა მამარდაშვილთან ერთად, სოფელ ორბელში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
მდინარე ლაჯანურზე, კურორტ ,,ლაშიჭალის" მიმართულებით, ეწყობა განახლებული ხიდი, ასევე, მიმდინარეობს მდინარე ლაჯანურის მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რაც ითვალისწინებს გზის სარემონტო სამუშაოებს, საყრდენი კედლების, გაბიონების და სანიაღვრე არხების მოწყობას.
ორივე სამუშაო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ხიდის მოწყობის სამუშაოების ღირებულება 537 000 ლარს შეადგენს, ხოლო დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოების ღირებულება 1 107 770 ლარია


