სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ ყურადღება დაეთმო ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადებას.
განხილულ იქნა ისეთი პროექტების განხორცილება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული შესაძლებლობების შექმნას და რეგიონის პოტენციალის განვითარებას.
ასევე საუბარი შეეხო გამწვანების სამუშაოებს რეგიონში, რაც ეკოლოგიის დაცვასა და გარემოს გაუმჯობესაბასთან ერთად ტურისტებისთვის მიმზიდველი სივრცეების შექმნას ემსახურება. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გამწვანების მასშტაბური სამუშაოები ოთხივე მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
პაპუნა მარგველიძემ ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სამზადისზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის ფარგლებშიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონიდან ახალგაზრდა სპორტსმენები 11 სახეობაში იასპარეზებენ. დაწყებულია გუნდების ფორმებით აღჭურვის პროცესიც.
შეჯამდა მხარეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად გამოვლენილი პროექტებიც, რომელთა განხორციელებაც წლის ბოლომდე იგეგმება.
შეხვედრას ასევე, ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც სხვადასხვა ობიექტებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, რიგ ობიექტებში კვლავ ფიქსირდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევები, რაც საჭიროებს დროულ და ეფექტურ რეაგირებას, აღინიშნა, რომ აუცილებლობას წარმოადგენს გამოვლენილი ხარვეზების დროული გამოსწორება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ქრისტინა კობახიძე, ალუდა თუთისანი და რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურების უფროსები

სიახლეები