სიახლეები

ცაგერის მრავალპროფილიან სპორტულ კომპლექსში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე და მეხუთე ტურის მატჩები პირველი ლიგის მამაკაცთა გუნდებს შორის

საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 5-6 მაისს, ცაგერის მრავალპროფილიან სპორტულ კომპლექსში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე და მეხუთე ტურის მატჩები პირველი ლიგის მამაკაცთა გუნდებს შორის.
ასპარეზობაში დაფიქსირდა შემდეგი შედეგები: ოზურგეთი -გარდაბანი 3:0; ცაგერი- სამტრედია 3:1; სამტრედია- გარდაბანი 3:0; ოზურგეთი -ცაგერი 3:2.
ფრენბურთის კლუბ ,,ცაგერის" ინიციატივით ვეტერან ლეჩხუმელ ქალ ფრენბურთელებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები. 
ფრენბურთის მატჩებს ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის მოადგილეები-რევაზ ახვლედიანი, მამუკა ლეთოდიანი, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.
მომდევნო ტურის მატჩები დაგეგმილია 11-13 მაისს ქალაქ მცხეთაში.

სიახლეები