სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან -ვასილ საღინაძესთან ერთად, მახაში-სანორჩის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან -ვასილ საღინაძესთან ერთად, მახაში-სანორჩის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
საავტომობილო გზაზე ეწყობა ცემენტ-ბეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში ხორციელდება სანიაღვრე არხების, ეზოებთან მისასვლელების მოწყობა და შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება.
პროექტი, რომლის ღირებულება 1 440 000 ლარს შეადგენს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება 2027 წლის თებერვალში იგეგმება.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ასევე, გაეცნენ: ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ონისე ჩაკვეტაძე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.

სიახლეები