სიახლეები
გულითადად ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას
გულითადად ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას.
მას დიდი საპატიო და საპასუხისმგებლო მისია დაეკისრა,მაგრამ, მჯერა, ღირსეულად გაართმევს თავს დიდ მოვალეობას ქართული ეკლესიის, ერის და ბერის წინაშე.
უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორის რჩეული, ერის ღირსეული სულიერი მოძღვარი გახდება ქრისტესმიერი სიყვარულის, გაწონასწორებული ხასიათის და განათლების წყალობით.
დიდხანს ეტარებინოს პატრიარქის ჯვარი საქართველოს საკეთილდღეოდ, ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს და უფლის წყალობას ვუსურვებ, მრავალჟამიერ !
პატივისცემით,
ჭაბუკი ჭაბუკიანი
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი


