სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილესთან-მამუკა ლეთოდიანთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილესთან-მამუკა ლეთოდიანთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ვენახების კადასტრის ოპერატორმა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, საბა კვირიკაშვილმა წარმოადგინა ინფორმაცია 1 მაისიდან ამოქმედებული ახალი რეგულაციის შესახებ, რომლის მიხედვით, სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.
მერმა ყურადღება გაამახვილა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ლეჩხუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, რომელთა დროული და ხარისხიანი განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის.
აგრეთვე, ტურისტული სეზონისთვის ლეჩხუმში არსებული ტურისტული ობიექტების მოწერსრიგებასა და მზადყოფნაზე იმსჯელეს.


