სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ბოლო დღეებში ინტენსიურმა წვიმამ სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ბოლო დღეებში ინტენსიურმა წვიმამ სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების კუთხით. არსებული ვითარების ოპერატიულად შეფასებისა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მერებმა დეტალურად წარმოადგინეს ინფორმაცია ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილი მდგომარეობის შესახებ. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მოსახლეობის საჭიროებებზე დროულ რეაგირებასა და პრობლემების ეფექტიან მართვაზე. საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც უკვე ხორციელდება ადგილზე, ასევე დამატებით გასატარებელ ღონისძიებებს, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს მდგომარეობის დასტაბილურება.
შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, განსაკუთრებით ის პროექტები, რომლებიც სტიქიის შედეგების აღმოფხვრას უკავშირდება, ყურადღება გამახვილდა რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და დასასვენებელი სივრცეების მოწესრიგების საკითხებზე.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები — ქრისტინა კობახიძე და ალუდა თუთისანი, ასევე რწმუნებულის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები

სიახლეები