სიახლეები

მთელი გულითა და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, ძვირფასო მეთორმეტე კლასელებო!

დღეს „ბოლო ზარია“ — განსაკუთრებული, ემოციებით სავსე და დაუვიწყარი დღე, რომელიც ერთ მშვენიერ ეტაპს ასრულებს და ცხოვრების სრულიად ახალ გზას უხსნის ჩვენს ახალგაზრდებს.
მთელი გულითა და საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, ძვირფასო მეთორმეტე კლასელებო!
გვჯერა, როგორც არაერთხელ გაუმართლებიათ ლეჩხუმელ თაობებს, თქვენც ღირსეულად გააგრძელებთ ამ გზას და კვლავ გვასახელებთ თქვენი ცოდნით, განათლებით, კულტურით, შრომისმოყვარეობითა და ღირსეული წარმომავლობით.
განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს ძვირფას პედაგოგებს, მშობლებს და ყველას, ვისთვისაც დღევანდელი დღე დიდი ემოციებით არის სავსე.
უფალმა გაგინათოთ ცხოვრების გზა, გაგაძლიეროთ ყოველი ახალი ნაბიჯის წინაშე!
პატივსცემით,
ჭაბუკი ჭაბუკიანი
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი

სიახლეები