სიახლეები
ამბროლაურის კულტურის ცენტრში ცაგერის გრიგოლ მდივნის სახელობის სახალხო თეატრის სპექტაკლის “გზა სინათლისკენ” ჩვენება გაიმართა
თეატრალური ფესტივალი "რაჭა 2026"- ის ფარგლებში, ამბროლაურის კულტურის ცენტრში ცაგერის გრიგოლ მდივნის სახელობის სახალხო თეატრის სპექტაკლის “გზა სინათლისკენ” ჩვენება გაიმართა.
სპექტაკლის რეჟისორია ცაგერის კულტურის ცენტრის დირექტორი დარეჯან საღინაძე, თეატრის დასთან ერთად სპექტაკლში ლეჩხუმელი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
სპექტაკლს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე და თავმჯდომარის მოადგილეები - ელიზბარ კობახიძე და პაატა მაჭანკალაძე ესწრებოდნენ.
ცაგერის თეატრმა, ამბროლაურის გასტროლამდე, სპექტაკლი ქალაქ ცაგერში, საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის გამართა.


