სიახლეები
დღეს საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა
დღეს საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა.
საზეიმო ღონისძიებებს ქალაქ ცაგერის, ქვედა ცაგერის, ლასურიაშის, ლაჯანის და ლაცორიის საჯარო სკოლებში ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი დაესწრო.
მერთან ერთად სხვადასხვა სკოლებში იმყოფებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ონისე ჩაკვეტაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ირაკლი სილაგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარმატებები უსურვეს თითოეული სკოლის მოსწავლეებს, მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს ახალგაზრდების განათლებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.


