სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქრისტინა კობახიძე, ალუდა თუთისანი და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის რესპუბლიკურ ტურნირს დაესწრნენ

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქრისტინა კობახიძე, ალუდა თუთისანი და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის რესპუბლიკურ ტურნირს დაესწრნენ.
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების, რამაზ ჩაჩხიანის, კობა ახვლედიანის და თემურ მურღულიას სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ცაგერის მრავალპროფილიან სპორტულ კომპლექსში ჩატარდა.
ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს 200-მდე მოზარდმა სპორტსმენმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის, ცაგერის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის გუნდმა, რომელიც დაკომპლექტებული იყო ლაჯანურის ხეობის სოფლების წარმომადგენლებით.
ტურნირში წარმატებით იასპარეზა ცაგერის მუნიციპალიტეტის გუნდმა, რომელთა შორის არის ხუთი ჩემპიონი, ოთხი მეორე და ექვსი მესამე ადგილის პრიზიორი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, მოადგილეები, მარიკა კოპალიანი და ონისე ჩაკვეტაძე, განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი, მსოფლიოს ჩემპიონი- ბექა ლომთაძე, მსოფლიოს და ოლიმპიური პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი- გიორგი მეშვილდიშვილი, ევროპის პრიზიორი ლაშა ლომთაძე, ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონი- გიორგი სულავა, მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი, ევროპის პრიზიორი- ვლადიმერ გამყრელიძე, ევროპის პრიზიორი-გიორგი ელბაქიძე, მსოფლიო პრიზიორი ვეტერანებში- ალუდა სილაგაძე.

სიახლეები