სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ინტენსიური წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა დააზიანა

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ინტენსიური წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ცხენისწყალმა, ლასურიაშის ხიდის მიმდებარედ, დააზიანა სანაპირო ზოლი და ჯებირი, რის გამოც საფრთხე შეექმნა სოფელ ლასურიაშთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზას, ლასურიაშის საჯარო სკოლას და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს.
პირველი რიგის პრევენციული ღონისძიებით,ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მიმდინარეობს ჯებირის აღდგენის და გამაგრების სამუშაოები.
სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რევაზ ახვლედიანი, მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი

სიახლეები