სიახლეები

26 მაისს დილიდან დაიწყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქ ცაგერში

26 მაისს დილიდან დაიწყო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქ ცაგერში.
ლადო ასათიანის სახელობის სკვერში და სკვერის მიმდებარედ შედგა სხვადასხვა სპორტული ასპარეზობები, მათ შორის: მასობრივი გარბენი, აბსოლუტური პირველობა მკლავჭიდსა და სიმძიმეების აწევაში, ბლიც-ტურნირი ჭადრაკში, შეჯიბრებები შაშში და ბაგირის გადაწევაში.
გამარჯვებულები დააჯილდოვეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა.
ცაგერის სამხატვრო სკოლაში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების თემატური გამოფენა.
საზეიმო დღე კულტურის ცენტრში გამართული კონცერტით დასრულდა, რომელშიც კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები-რეზო ხეცურიანი, მარიკა კოპალიანი, ონისე ჩაკვეტაძე, მერიის განათლების კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.

სიახლეები