სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს რაჭასა და ლეჩხუმში სივრცითი დაგეგმარების მიმართულებით არსებულ ვითარებასა და განვითარების პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე სივრცითი და ქალაქთმშენებლობით განვითარების სააგენტოს დაგეგმარების დეპარტამენტის სივრცით/ურბანულმა მგეგმარებელმა გიორგი რაზმაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც განიხილეს ამბროლაურში, ონსა და ცაგერში ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგები-“არქიტექტორული გზამკვლევი”.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებული გამოწვევების ანალიზს, მუნიციპალიტეტებში საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს.
ხაზი გაესვა ლანდშაფტური მემკვიდრეობისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობას, ასევე კლიმატის ცვლილების ფაქტორების გათვალისწინების აუცილებლობას სივრცითი განვითარების პროცესში.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა მოახლოებულ მასშტაბურ სახალხო დღესასწაულებზე — „სკალდობაზე“ და „ხვამლობაზე“, მათი ორგანიზებისა და მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობაზე.
გარდა ამისა, მონაწილეებმა იმსჯელეს რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და არსებულ საჭიროებებზე.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი და რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სიახლეები