სიახლეები
საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასელთა საზეიმო გაცილების საღამო გაიმართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ცაგერის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით, გაიმართა საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასელთა საზეიმო გაცილების საღამო.
ღონისძიება გახსნა ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი სილაგაძემ.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, მოადგილე მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.
ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.


