სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
2026 წლის 9 ივნისს, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე - ნოდარი საღინაძე.
განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:
- ცაგერის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ მოსწავლეების მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 თებერვლის №3 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;


