სიახლეები
ცაგერის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში მეთორმეტე კლასელების გიმნაზიიდან გაცილების საღამო მოეწყო
ცაგერის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში მეთორმეტე კლასელების გიმნაზიიდან გაცილების საღამო მოეწყო.
ღონისძიებაში, მეთორმეტე კლასელებთან ერთად, გიმნაზიის სხვადასხვა კლასების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის მოადგილეები-რევაზ ახვლედიანი, მამუკა ლეთოდიანი.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს.


