სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2026 წლის 16 ივნისს საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას ხელმძღვანელობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე.

განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ, ცაგერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ, ცაგერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 07 მარტის №30 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დამტკიცების შესახებ, ცაგერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №6 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2026 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ, ცაგერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2026 წლის საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ, ცაგერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე;
  • საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ;
  • ა(ა)იპ ცაგერის  მუნიციპალიტეტის  სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა მართვის ცენტრის  მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის 2026 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის  დამტკიცების შესახებ;

ბიურო მორიგ სხდომაზე მოისმენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ კომისიის დასკვნებს და წინადადებებს. ბიუროს მორიგი სხდომა ჩატარდება 2026 წლის 24 ივნისს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანილი საკითხები განიხილება და დამტკიცდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე, 2026 წლის 24 ივნისს.

 

სიახლეები