სიახლეები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალაქ ცაგერსა და სოფელ ლაჯანაში, ანიმატორთა შოუ გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მერიის და საკრებულოს ორგანიზებით, ქალაქ ცაგერსა და სოფელ ლაჯანაში, ანიმატორთა შოუ გაიმართა.
ზეიმი გაგრძელდა მოსწავლეთა სახლში,სადაც მხატვრულ-შემოქმედებითი და მუსიკალურ -ქორეოგრაფიული წრეების აღსაზრდელებმა,ასევე ხალხურ საკრავთა ანსაბლმა და აღვის საჯარო სკოლის მომღერლებმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის მოადგილეები-რევაზ ახვლედიანი, მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე ,მოადგილე მარიკა კოპალიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.

სიახლეები