სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის (ხელმძღვანელი — მარინე სვანიძე) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის (ხელმძღვანელი — მარინე სვანიძე) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
საბავშვო ღონისძიება ცაგერის კულტურის ცენტრში ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ მუსიკალური სტუდია „თბილი სახლის“ (ხელმძღვანელი — იზა ხეცურიანი) და გერმანული ენის შემსწავლელი წრის (პედაგოგი — იზოლდა ხვადაგიანი) აღსაზრდელები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები — რევაზ ახვლედიანი და მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ონისე ჩაკვეტაძე და მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.


