სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში ლომისობის დღესასწაული აღინიშნა
ცაგერის მუნიციპალიტეტში ლომისობის დღესასწაული აღინიშნა.
სოფელ ჩქუმში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა აღავლინა ჭყონდიდის, ცაგერის და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.
ადგილობრივ მრევლთან და სტუმრებთან ერთად, ლომისობის დღესასწაული, სოფელ ჩქუმში ჭყონდიდის ეპარქიის წარმომადგენლებმაც აღნიშნეს.
საზეიმო წირვას ესწრებოდნენ რაჭა- ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მოადგილე ალუდა თუთისანი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტები” ლიდერი ილია ინჯია, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, მოადგილე- მამუკა ხიმშიაშვილი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები-რევაზ ახვლედიანი, მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, მოადგილე-ონისე ჩაკვეტაძე და მუნიციპალიტეტების მერები.


