სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გამართულ, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს დაესწრო

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გამართულ, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს დაესწრო.
თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვახტანგ ლომჯარია და პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორი ჯონ მერშჰაიმერი.
თბილისის რეგიონული ფორუმი 2007 წელს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) ინიციატივის სახით დაფუძნდა. ფორუმი წარმოადგენს სივრცეს, სადაც განიხილება ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური პროცესები. სწორედ ამ ფორმატში შეიქმნა „მშვიდობის პლატფორმა", რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება მაღალი დონის დისკუსიები მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ურთიერთკავშირის შესახებ.
თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი 6 ივნისს დასრულდება.

სიახლეები