სიახლეები

ქალაქ ბათუმში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დასკვნითი შეჯიბრება თავისუფალ ჭიდაობაში

ქალაქ ბათუმში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დასკვნითი შეჯიბრება თავისუფალ ჭიდაობაში.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ნაკრების შემადგენლობაში, 17 წლამდე ასაკის 92 კილოგრამ წონაში, წარმატებით იასპარეზა ცაგერის კომპლექსურ სასპორტო სკოლასთან (დირექტორი — კობა ქომეთიანი) არსებულ ჭიდაობის კლუბ „თაკვერის“ (მწვრთნელები — მალხაზ მახარობლიძე და თორნიკე ბურჯალიანი) აღსაზრდელმა, ჭაბუკმა ფალავანმა ცოტნე სილაგაძემ. მან ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირებაში საპატიო მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ცოტნეს ამ წარმატებას და მომავალ ასპარეზობებში ახალ გამარჯვებებს უსურვებს.

სიახლეები