სიახლეები
ფოლკლორის ცენტრის პროექტი- ,,ლხინმან შეჰყარა სოფელი" თბილისში 4-დან 11 ივნისამდე გაიმართება
ფოლკლორის ცენტრის პროექტი- ,,ლხინმან შეჰყარა სოფელი" თბილისში 4-დან 11 ივნისამდე გაიმართება, სადაც მონაწილეობას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ
პროექტის ფარგლებში, ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზში 6 ივნისს დაგეგმილია კონცერტი რაჭა -ლეჩხუმის რეგიონის სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით.
აღნიშნული პროექტი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტების მერიების ერთობლივი მხარდაჭერით ხორციელდება.


