სიახლეები

აგერის მუნიციპალიტეტში, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 9 ივნისს სკრინინგის აქცია ჩატარდა

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 9 ივნისს სკრინინგის აქცია ჩატარდა.
აქციის ფარგლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ისარგებლა სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი გამოკვლევით, მათ შორის: 40-70 წლის ქალბატონებმა ძუძუს კიბოს სკრინინგით და 25-60 წლის ქალბატონებმა საშვილოსნოს ყელის სკრინინგით.
ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ აქციის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სახის ლაბორატორიული კვლევები.
სკრინინგის მიმდინარეობას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დავით ჩაკვეტაძე გაეცნენ.

სიახლეები