სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, სოფელ ქვედა ცაგერში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, სოფელ ქვედა ცაგერში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
,,ლაზარიანების უბანში" მოეწყო გზის გამამაგრებელი საყრდენი კედელი, სანიაღვრე არხები.შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზაზე მიმდინარეობს არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება, ასევე, მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელების მოწყობა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა-რევაზ ახვლედიანმა,მამუკა ლეთოდიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 508 000 ლარია.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და 2026 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

სიახლეები