სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, ცაგერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, შემეცნებით-ინტელექტუალურ თამაშს - ,,რა? სად? როდის?" დაესწრო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, ცაგერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, შემეცნებით-ინტელექტუალურ თამაშს - ,,რა? სად? როდის?" დაესწრო.
გაზაფხულის სეზონში, რომელიც სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, საჯარო სკოლების მოაზროვნეთა 11 გუნდი მონაწილეობდა.
ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა განსაკუთრებული შედეგების მქონე სამი გუნდი - წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია, ლაჯანისა და ორბელის საჯარო სკოლები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ შეხვედრაში.
ასევე, შემდეგ სეზონში მონაწილეობის უფლება მოიპოვა 10-მა გუნდმა, რომლებმაც სწორად უპასუხეს გიორგი მოსიძის ინტელექტუალური თამაშების - ,,რა? სად? როდის?" სამგზის გამარჯვებული მაყურებლის, მარინა ხმელიძის დასმულ კითხვებს.
ჟიურის   შემადგენლობაში იყვნენ: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ონისე ჩაკვეტაძე,ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვის ცენტრის დირექტორი მარინე სვანიძე, რესურსცენტრის დირექტორი ირაკლი სილაგაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გიორგი კვირიკაშვილი.

სიახლეები